გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების გამო და მას „სახიფათო ესკალაცია“ უწოდა.
თავის მიმართვაში გუტერეშმა აშშ-ის დარტყმებს „სახიფათო ესკალაცია“ უწოდა რეგიონში, რომელიც „უკვე კრიზისის ზღვარზეა“.
„არსებობს მზარდი რისკი, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს კონტროლიდან - კატასტროფული შედეგებით მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის“, - ხაზი გაუსვა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
გუტერეშმა მოუწოდა გაერო-ს ყველა წევრ სახელმწიფოს დეესკალაციისკენ და შეასრულონ გაერო-ს წესდებითა და სხვა საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.
„სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. წინსვლის ერთადერთი გზა დიპლომატიაა“, - აღნიშნა გუტერეშმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის 3 ბირთვულ ობიექტს დაარტყა.