უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლაა საჭირო, რადგან ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევა.
„სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ისინი ჯერ არ არიან მზად ომის დასასრულებლად. ამიტომ ჩვენი ყველა სახის ზეწოლა, ჩვენი ყველა მუშაობა პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მიზნით აბსოლუტურად აუცილებელია.
ზეწოლა არწმუნებს. ზეწოლა ბრძოლის ველზე. ზეწოლა ეკონომიკაზე და სწორედ ამისთვის არსებობს სანქციები. ზეწოლა პოლიტიკაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის ანგარიშზე, რომელიც ახალი შეიარაღების მიწოდებაზე პარტნიორებთან მუშაობას ეხება. მან ასევე ისაუბრა უკრაინაში იარაღის წარმოებაში ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე.
გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის ემზადება.
„და კიდევ ერთი პრინციპული რამ. ჩვენ ვამზადებთ [ტყვეების] გაცვლას. ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვიღებთ ანგარიშებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ჩვენი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ. ჩვენ ვამოწმებთ თითოეული გვარის შესახებ ინფორმაციას. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი. ძალიან ვცდილობთ,“- განაცხადა ზელენსკიმ.