უკრაინული მედიის ცნობით, კიევის ოლქის ობუხოვის რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
თავდასხმის შედეგად დაინგრა კერძო საცხოვრებელი შენობა, ხოლო მეზობლად მდებარე მრავალსართულიან შენობაში ჩაიმსხვრა ფანჯრები.
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს კიევზეც . უკრაინის დედაქალაქში განგაშის სიგნალი 8 საათის განმავლობაში ისმოდა.
მტრის შეტევის შედეგად სოლომენის რაიონში საცხოვრებელ სახლში ფანჯრები დაზიანდა. ასევე დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობის სახურავი გოლოსეევის რაიონში.
დაშავებულები არ არიან.